სასამართლო სისტემა

TI-ის გამოკითხვა: სასამართლოს 5% ენდობა, 20% - საერთოდ არ ენდობა

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია. მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარების შესაცვლელად კი გამოსავალს უმეტესობა სისტემის ახალი მოსამართლეებით დაკომპლექტებაში ხედავს.

ეს განწყობები გამოკვეთა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით შესრულებულ გამოკითხვაში, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2087 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი - 2,3%; 

გამოკითხვის მიხედვით, ქვეყანაში არსებული ინსტიტუტებიდან სასამართლოს ნდობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. 

კითხვაზე, რომელ ინსტიტუტს ენდობით ან არ ენდობით, პასუხები ასეთია: 

ეკლესიას ან თქვენი რელიგიური აღმსარებლობის ორგანიზაციებს: 55% ენდობა; 19% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა; 17% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ არა; 5% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა; 4% საერთოდ არ ენდობა; 

მასწავლებლებს: 31% ენდობა; 31% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა; 27% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ არა; 5% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა; 2% საერთოდ არ ენდობა; 

ექიმებს: 22% ენდობა; 25% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა; 38% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ არა; 8% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა; 7% საერთოდ არ ენდობა; 

პოლიციას: 19% ენდობა; 29% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა; 32% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ არა; 9% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა; 8% საერთოდ არ ენდობა; 

ადგილობრივ ხელისუფლებას: 14% ენდობა; 21% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა; 31% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ არა; 12% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა; 10% საერთოდ არ ენდობა, უარი პასუხზე -11%; 

საქართველოს პრეზიდენტს: 11% ენდობა; 20% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა; 30% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ არა; 11% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა; 18% საერთოდ არ ენდობა, უარი პასუხზე -10%; 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას: 10% ენდობა; 17% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა; 30% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ არა; 15% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა; 20% საერთოდ არ ენდობა, უარი პასუხზე -8%;

საქართველოს პრემიერმინისტრს: 9% ენდობა; 18% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა; 34% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ არა; 14% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა; 15% საერთოდ არ ენდობა, უარი პასუხზე -10%;

არასამთავრობო ორგანიზაციებს: 8% ენდობა; 17% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა; 35% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ არა; 11% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა; 15% საერთოდ არ ენდობა, უარი პასუხზე -15%;

სასამართლოს: 5% ენდობა; 13% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა; 31% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ არა; 16% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა; 20% საერთოდ არ ენდობა, უარი პასუხზე -15%;

პარლამენტს: 5% ენდობა; 11% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა; 37% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ არა; 19% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა; 24% საერთოდ არ ენდობა, უარი პასუხზე - 5%;

მედიას: 3% ენდობა; 16% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა; 56% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ არა; 11% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა; 8% საერთოდ არ ენდობა, უარი პასუხზე - 5%;

ასევე, გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ სასამართლო მმართველი გუნდის გავლენის ქვეშაა; 

ფორმულირებაზე, არის თუ არა სასამართლო - პასუხები ასე განაწილდა: 

  • მიკერძოებული - 48% თვლის, რომ არის, 18% თვლის, რომ არ არის; 
  • მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების კონტროლის ქვეშ - 43% - კი; 24% - არა; 
  • კვალიფიციური - 40% - კი; 18% - არა;
  • კორუმპირებული - 35% - კი, 35% - არა;
  • სამართლიანი - 25%; 50% - არა;
  • ოპოზიციური პარტიების გავლენის ქვეშ - 11% კი; 61% არა; 

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ საზოგადოების 43%-ის აზრით, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს. მათგან 87% ფიქრობს, რომ მოსამართლეთა კლანი მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო 94% მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კლანის წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ. გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობის (83%) აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობა დაბალია, TI-სთვის საინტერესო იყო, რაში ხედავს გამოსავალს მოსახლეობა. გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მეტი (46%) ადამიანი ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულიად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო 41% ფიქრობს, რომ ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში.​​​​​​. 

კომენტარები