თბილისის მერია

თბილისის მერია: ამოყირავებული მანქანები ჩვენ არ დაგვიდგამს, ვარკვევთ, ვინ გააკეთა

თბილისის მაცხოვრებლებს დილით რამდენიმე ქუჩაზე ბოძებზე შემომდგარი ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები დახვდათ.

ტაბულა თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მანქანები მათ არ დაუდგამთ, არ იციან, ვინ გააკეთა და რომ მერია ცდილობს, გაარკვიოს, ვინ დადგა ამოყირავებული მანქანები ქალაქში.

დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

განახლება: თბილისის მერიის განმარტებით, დედაქალაქის ქუჩებში ამოყირავებული მანქანების დამონტაჟება მერიასთან შეთანხმებული იყო. ტაბულას პრესსამსახურში ასევე უთხრეს, რომ ინიციატორი კერძო კომპანიია, თუმცა პროექტის ფარგლებში მის სახელს არ ამბობენ და მოგვიანებით განცხადებას თავად კომპანია გააკეთებს. უცნობია ამოყირავებული მანქანების განთავსების მიზეზიც.

კომენტარები