თბილისის მერია

მერია: ამოყირავებული მანქანების დადგმა შეთანხმებული იყო, კერძო კომპანიის ინიციატივაა

Kishmareishvili Nino

თბილისის მერიის განმარტებით, დედაქალაქის ქუჩებში ამოყირავებული მანქანების დამონტაჟება მერიასთან შეთანხმებული იყო. ტაბულას პრესსამსახურში ასევე უთხრეს, რომ ინიციატორი კერძო კომპანიია, თუმცა პროექტის ფარგლებში მის სახელს არ ამბობენ და მოგვიანებით განცხადებას თავად კომპანია გააკეთებს. უცნობია ამოყირავებული მანქანების განთავსების მიზეზიც.

დღეს, 10 აპრილს, თბილისის მაცხოვრებლებს რამდენიმე ქუჩაზე ბოძებზე შემომდგარი ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები დახვდათ. ტაბულას თბილისის მერიაში თავდაპირველად უთხრეს, რომ მანქანები მათ არ დაუდგამთ და არც იციან, ვინ გააკეთა.

კომენტარები