ქართული ოცნება

"ქართული ოცნების" ვებ-გვერდზე მაჟორიტარობის მათივე კანდიდატის გვარი შეცდომით დაწერეს

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

"ქართული ოცნების" ვებ-გვერდზე, შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარის გვარი არასწორად ეწერა. ლადო კახაძის ნაცვლად კანდიდატი მოხსენიებული იყო, როგორც კახიძე.

თავად კახაძე ამბობს, რომ ასეთ წვრილმანებში ჩახედვა საჭირო არ არის და "ასოს ცვლილება კი არ არის მთავარი, შინაარსია ადამიანი".

"გამოაცხადებდა ხოლმე ქართლოს კასრაძე - ირინა ფაღავა და ლადო კახიძე, მერე მეკითხებოდა, ხომ არ გეწყინა, შემეშალაო. ასოს ცვლილება კი არ არის მთავარი, შინაარსია ადამიანი. მე ექიმი ვარ და ასეთ წვრილმანებში ჩახედვა არ არის საჭირო ასეთ დროს. პოლიტიკურ სპექტრში კი მოსწონთ ხოლმე პატარა რაღაცაზე გამოდევნება, მე ეს არ...", - უთხრა ლადო კახაძემ ტელეკომპანია პირველს.

ვებ-გვერდზე შეცდომა ამ დროისთვის გასწორებულია.

"ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე ოფიციალურად გუშინ, 11 აპრილს წარადგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები