ოჯახში ძალადობა

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც მამაზე ფიზიკურად იძალადა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყებაში ამბობენ, რომ 1984 წელს დაბადებულმა გ.გ.-მ მიმდინარე წლის აპრილში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - 1959 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს და მისი კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

ასევე ბათუმში, ძალადობის ბრალდებით დააკავეს კიდევ ორი პირი - პ.ა.-ს და ს.პ.-ს. შსს-ში ამბობენ, რომ ისინი პოლიციამ მეგობარი ქალებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე დააკავა.

გარდა ამისა, დაკავებულია კიდევ ერთი პირი - 1964 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ჯ. შსს-ს ინფორმაციით, მან თავის მფლობელობაში არსებულ სილამაზის სალონში ერთ-ერთ კლიენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ძალადობის, ოჯახში ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ფაქტებზე, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები