ჩილე

ჩილეში მცირე ზომის თვითმფრინავი სახლს დაეცა - დაიღუპა 6 ადამიანი

ჩილეში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა.

Agence France-Presse-ის ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ყველა დაღუპული თვითმფრინავის მგზავრი იყო. 

ტრაგედია ქალაქ პუერტო-მონტში მოხდა. ავიაკატასტროფის შემდეგ ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომელმაც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების ნაწილიც დააზიანა.

თვითმფრინავის დაცემის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია, დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები