რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

კრემლი: ვლადიმირ პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს რუსეთში აპრილის ბოლოს შეხვდებიან

0 კომენტარი
ვლადიმირ პუტინი / კიმ ჩენ ინი ფოტო: SKY

კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში თვის ბოლოს ჩავა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

კრემლში შეხვედრის სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ, თუმცა ცნობილია, რომ სამიტის თაობაზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვის მანძილზე გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ  მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ მოსკოვში ჩრდილოეთ კორეისათვის აშშ-ის სპეციალური დესპანი სტივენ ბეიგანი გაემგზავრა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების საკითხს განიხილავს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ბირთვული განიარაღების თაობაზე მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მას უპასუხიმგებლობაში და არაადეკვატურობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით თუ პომპეო მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს ისინი უშედეგოიქნება და სასურველი ის უფრო წინდახედული პიროვნებით შეიცვალოს.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა, რომ ახალი ტაქტიკური იარაღის გამოცდა ჩაატარეს, რასაც კიმ ჩენ ინი პირადად ესწრებოდა. ეს დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის ვიეტნამის სამიტის შემდეგ იარაღის გამოცდის პირველი შემთხვევაა.

ვიეტნამში გამართული სამიტი, სადაც მხარეები ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისაკენ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ უშედეგოდ დასრულდა. აშშ-ის თქმით მოლაპარაკებების წარუმატებლობის მიზეზი ის იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. ტრამპის თქმით ამისათვის მათ საკმარისი პროგრესი არ უჩვენებიათ.

გასულ კვირას კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დონალდ ტრამპს "სწორი დამოკიდებულება" უნდა ჰქონდეს.

სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში არსებულ საკვლევ ცენტრებში ბირთვულ იარაღზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები