ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია ნათია თურნავამ შეცვალა

კომერსანტი

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში გიორგი ქობულია ნათია თურნავამ შეცვალა.

შესაბამის ბრძანება მთვრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე აიტვირთა. 

ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა
ინფორმაცია, რომ გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადააყენეს, დღეს თავდაპირველად ტვ იმედმა გაავრცელა. არხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრმა მიიღო.

ნათია თურნავას სამუშაო გამოცდილება და განათლება:

2018 - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

2013-2018წწ. "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი.

2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;

2000-2005წწ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;

2005 წელს - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

არის ავტორი წიგნებისა: "ელემენტარული ეკონომიკა" (1998); "ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის ძირითადი მიმართულებები" (2002); "მსოფლიო ეკონომიკა" (2001). ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1994), ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი (2014).

კომენტარები