ჩარიცხვის აპარატების ქურდობა

შსს: ბათუმში დავაკავეთ პირი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის  23 აპარატის გაქურდვა აღიარა

სამართალდამცავებმა ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. შსს-ს იფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში, ჰეიდარ აბაშიძის ქუჩაზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. „ატმეჩკის“ გამოყენებით კუპიურების მიმღები  ყუთი მოხსნა, სადაც თანხა ინახებოდა. 

"სამართალდამცველებმა ლ.შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ე.წ. ,,ატმეჩკები'', კუპიურების მიმღები ყუთი და 5 000 ლარამდე თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოკითხვისას, ლ.შ.-მ მიმდინარე წელს ჩადენილი სწრაფი ჩარიცხვის  23 აპარატის გაქურდვის ფაქტი აღიარა," - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები