დირკ ნოვიცკის დამშვიდობება

დირკ ნოვიცკი გულშემატკივრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა

ლეგენდარულმა დირკ ნოვიცკიმ საკალათბურთო კარიერა დაასრულა. გერმანელმა თავის გულშემატკივრებს ემოციური ღია წერილი მისწერა:

"დალასი. 21 სეზონი. ერთი გუნდი და ერთი სახლი. არცერთი ჯილდო, რეკორდი ან სტატისტიკა ჩემთვის არაფერია ამასთან შედარებით.

მე ამ გუნდთან და ქალაქთან ერთად გავხდი NBA-ს ჩემპიონი.

რაც აქ მოვედი, თქვენგან ვგრძნობდი მუხტსა და მხარდაჭერას, რომელიც მაძლიერებდა და საშუალებას მაძლევდა, გავმხდარიყავი უფრო და უფრო უკეთესი.

ეს ამხელა ისტორია მარტო მე არ მიკავშირდება, ის თქვენც გეკუთვნით, ყველას. 

მადლობა დალას მავერიქსის ფანებს, რომ მიიღეთ და შეიყვარეთ ბიჭი ვიურცბურგიდან.

კალათბურთის თამაში ძალიან მომენატრება. მე, შესაძლოა, მოქმედი მოთამაშე აღარასდროს ვიყო, მაგრამ დალას მავერიქსის ნაწილი ყოველთვის ვიქნები.

დირკ ნოვიცკი".

კომენტარები