გაუპატიურება

ჯგუფური გაუპატიურებისთვის ბრალდებულებს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

www.geo.tv

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის ბრალდებულები - ჯ.ე. და უ.გ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების ღკვეთა განისაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 მაისს ნიგერიის მოქალაქე ჯ.ე.-მ თბილისში ინდოეთის მოქალაქე ს.ს. მოტყუებით მიიყვანა მეგობრის - ასევე ნიგერიის მოქალაქის უ.გ-ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც ორივე პირმა ძალადობითა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით დაზარალებული გააუპატიურეს", - ამბობენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებულები 2018 წლის 4 მაისს თბილისში დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

კომენტარები