თბილისის ქუჩები, რომლებსაც 25 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 25 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ალექსანდრე წერეთელის, კუპატაძის, ლაზოს, შუშის, ტაძრის, წყალსადენის, დავით სარაჯიშვილის, მონასტრის, გელა ჭედიას და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ილია ვეკუას, თიანეთის, ხევძმარის, ხიზაბავრის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის და აკაკი ვასაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამგორი-2 დასახლების, იაკობ ხვედელიანის, ბესარიონ ქებურიას, აეროპორტის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, ბოცვაძის და ბოჭორმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და თავისუფლების მოედნის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შხეფის და მესხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის მთის, მახათას მთის, ახუთის, პეტრე ბაგრატიონის, თამარაშენის, ჩეჩელაშვილის, გუმათის, პაატა სააკაძის, დავითაშვილის, მნათობის, ხუდადოვის, მახათის და ზეთისხილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, შალვა ნუცუბიძის, თამაზ ნადარეიშვილის, კამანის, გაზაფხულის, ინტენსიფიკაციის და იოველ ჯებაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები