ავტოსაგზაო შემთხვევა

ჭიათურაში მანქანის დაჯახებისას 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა, მძღოლი საავადმყოფოშია

ჭიათურაში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. 13 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.  რაც შეეხება ავტომობილის მძღოლს, შსს-ს ცნობით, ის მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფება. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 83 წლის მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, სავარაუდოდ, ნერვიულობის შედეგად გარდაიცვალა. ასევე, თავდაპირველი  ინფორმაციით, დაგორებული სატვირთო მანქანა ორ ბავშვს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები