ლილან მორი პასკიე: საერთო ევროპული სახლი არც ისე დაცულად გრძნობს თავს კონფლიქტების ერაში

იმედი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ლილიან მორი პასკიეს თქმით, ევროპა ბევრი ახალი გამოწვევის წინაშე დგას ანტიდემოკრატიული, ნაციონალისტური მოძრაობების გაძლიერების სახით, რომლებიც ებრძვიან მედიის თავისუფლებას და კანონის უზენაესობას. 

თუმცა, მორი პასკიე იმედს გამოთქვამს, რომ ევროპა შეძლებს, წინ აღუდგეს ამ გამოწვევებს. 

"თქვენ იცით, რომ ევროპა ახლა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. იცით, რომ თავდასხმაა ბევრ ქვეყანაში მედიასაშუალებების თავისუფლებაზე, ასამბლეის თავისუფლებაზე ისევე, როგორც არის ანტიდემოკრატიული, ნაციონალისტური მოძრაობების გაძლიერება, ასევე კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ამას ჩვენ წინ უნდა დავუყენოთ ჩვენი ფასეულობების სისტემა, რომელიც ეფუძნება ადამიანების უფლებების დაცვას. მიუხედავად იმ ბევრი გამოწვევისა, რომელიც ევროპის წინაშე დგას, მე არ მინდა პესიმისტი ვიყო და მინდა გითხრათ, რომ ურთულეს მომენტებშიც კი, რასაც ისტორია გვიჩვენებს, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომი, თუ რამდენად დაირღვა ადამიანების უფლებები იმ დროს, ევროპელმა ხალხმა მაინც მოძებნა ძალა, მოეხდინა კონსოლიდაცია სწორედ ამ ფუნდამენტური უფლებების საფუძველზე ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად

ევროსაბჭოში გაწევრიანდა ყველა წევრი ქვეყანა, რომელიც ემსახურება ამ იდეების და იდეალების განხორციელებას, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესს. ჩვენ წელს ვზეიმობთ ამ კავშირის 70 წლისთავს. ჩვენი პოლიტიკური მოვალეობაა ჩვენი საერთო ევროპული ოჯახის დაცვა, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, სადაც ფუნდამენტური უფლებები ჩვენი მოქალაქეების არის დაცული საერთო სამართლებრივ ჩარჩოში. ჩვენი საერთო ევროპული სახლი, რა თქმა უნდა, არც ისე დაცულად გრძნობს თავს ამ კონფლიქტების ერაში, გლობალური გამოწვევების პერიოდში, რაც ცდება ჩვენი კონტინენტის გეოგრაფიულ საზღვრებს, მაგრამ იმედი მაქვს, შევძლებთ წინ აღვუდგეთ იმ გამოწვევებს, რითაც გაერთიანებული სამყარო უფრო ძლიერი იქნება. დღეს, 70 წლისთავზე ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ამ ევროპულ ფასეულობებზე, მშვიდობაზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დიალოგი და თანამშრომლობა იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი შევასრულოთ და გავძლიერდეთ, რომ საბოლოოდ დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები და ევროპა". 

ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიან მორი პასკიემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა. თბილისში საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო სხდომა გაიმართა.  

კომენტარები