კაპანაძე ჭიჭინაძეს: ჭიათურაში 3 წლის წინაც მძიმე ვითარება იყო, როცა "ოცნების" წევრი იყავით

მეორე არხი

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების ყოფილ წევრს, დავით ჭიჭინაძეს, გამოეხმაურა.

ჭიჭინაძემ, რომელიც ჭიათურის არჩევნებზე ქართული ოცნების ასევე ყოფილ წევრს, ზურაბ კუპატაძეს, უჭერს მხარს, ჭიათურაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა, რაზეც კაპანაძემ შეახსენა, რომ ვითარება 3 წლის წინაც იგივე იყო მაშინ, როდესაც თავადაც და მისი მხარდაჭერილი კანდიდატიც მმართველ გუნდში იყვნენ. 

"კარგია, რომ ბატონ ჭიჭინაძეს ახლა მაინც გაახსენდა ჭიათურა, აქ სამი წელია, ჭიათურაზე ვსაუბრობთ, უბრალოდ, როგორც ჩანს საარჩევნო კამპანიაში რადგანაც არის ჩართული, ახლა გაახსენდა... ეს ყველაფერი მაშინაც ხდებოდა, ბატონო დავით, როცა თქვენც იყავით ქართულ ოცნებაზე და მაშინ, როდესაც თქვენი კანდიდატი ბატონი კუპატაძე ასევე ქართულ ოცნებაში იყო, ოღონდ მაშინ არ ამოგიღიათ ამაზე ხმა, ახლა გაქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი და იმიტომ საუბრობთ ამაზე,"- თქვა კაპანაძემ. 


ზურაბ კაპატაძე 19 მაისს დაგეგმილ ჭიათურის მერის არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს, თუმცა ის 2012 წლიდან 2019 წლის თებერვლამდე ქართული ოცნების წევრი იყო, 2017 წლამდე კი ჭიათურის მერის პოსტს იკავებდა. 

კომენტარები