ქუთაისი

ქუთაისში 2 მაისის საღამომდე რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ერთი დღით იკრძალება. შსს მიზეზად ქუთაისობის დღესასწაულს ასახელებს.

  • 1 მაისის 22:00 საათიდან, 2 მაისის 21:00 საათამდე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა გადაიკეტება შემდეგ ქუჩებზე: პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ცისფერყანწელების, პუშკინის და წმინდა ნინოს ქუჩებზე (მე-3 სკოლის მიმართულებით).
  • 2 მაისის 09:00 საათიდან, მოძრაობა დაიკეტება ცენტრალურ მოედანზე და მასთან მისასვლელ ქუჩებზე, კერძოდ: წერეთლის, თამარ მეფის, გელათის და ფალიაშვილის ქუჩებზე.
  • 2 მაისს 03:00 საათიდან 19 საათამდე გადაიკეტება ირ.აბაშიძის გამზირი, 9 აპრილის და შარტავას ქუჩების კვეთიდან.

"ყველა ჩამოთვლილ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ღონისძიებების 
დასრულებისთანავე სრულად აღდგება" - აცხადებს შსს.

კომენტარები