მალაიზია

კიმ ჩენ ინის ნახევარძმის მკვლელობაში ბრალდებული მეორე ქალიც გაათავისუფლეს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

კიმ ჩენ ინის ნახევარძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში ბრალდებული ვიეტნამელი ქალი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს.

დოან თხი ხოუნგმა გასულ თვეს მალაიზიის პროკურატურასთან შეთანხმების შემდეგ აღიარა ზიანის მიყენების ბრალდება, რის შედეგადაც მას 3 წლით და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა წინასწარ პატიმრობაში გატარბული დროც და ის გაათავისუფლეს.

მალაიზიის სასამართლომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმის მკვლელობაში ბრალდებული ინდონეზიელი ქალი პატიმრობიდან მარტში გაათავისუფლა.ინდონეზიელი სიტი აზია არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე ქალს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ. ორივე მათგანი ბრალდებას უარყოფდა და ამბობდნენ, რომ ეგონათ სატელევიზიო ხუმრობაში მონაწილეობდნენ.

45 წლის კიმ ჩენ ნამი 2017 წლის 14 თებერვალს, კუალა-ლუმპურის აეროპორტში ორმა ქალმა მოწამლული ნემსებით მოკლა. კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ერთ დროს კიმ ჩენ ნამი, კიმ ჩენ ინის უფროსი ნახევარძმა ჩრდილოეთ კორეის მომავალ ლიდერად მოიაზრებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში კიმ ჩენ ინი მოვიდა ოჯახმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა და მან შემდეგი წლები ქვეყნის გარეთ, ძირითადად ჩინეთში გაატარა. კიმ ჩენ ნამი კიმების ოჯახის დინასტიურ მმართველობას აკრიტიკებდა, ისევე როგორც მის ნახევარძმას, რომელსაც მისი თქმით ლიდერული უნარები არ გააჩნდა. ჩრდილოეთ კორეა მის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები