ჩუბაკა

ჩუბაკას როლის შემსრულებელი მსახიობი პიტერ მეიჰიუ გარდაიცვალა

"ვარსკვლავური ომების" პერსონაჟის ჩუბაკას როლის შემსრულებელი მსახიობი პიტერ მეიჰიუ 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მსახიობი "ვარსკვლავურ ომებში" 1977 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა. 

პიტერ მეიჰიუს სიმაღლე 2 მეტრი 22 სანტიმეტრი იყო და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა ის ჩუბაკას როლზე დაამტკიცა. 

"მან მთელი გული ჩადო ჩუბაკას როლში, ეს ყველა სცენაში ჩანს" - ამბობს მსახიობის ოჯახი. 

მსახიობის გარდაცვალებას მისი კოლეგებიც გამოეხმაურნენ. ჰარისონ ფორდმა Twitter-ზე დაწერა, რომ პიტერი კარგი კაცი იყო და ის უყვარდა. 

"ის იყო დიდი კაცი დიდი გულით, ერთგული ადამიანი"- დაწერა მსახიობმა მარკ ჰამილმა

პიტერ მეიჰიუ 30 აპრილს, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. 

კომენტარები