კვერცხების სროლა

ავსტრალიის პრემიერს წინასაარჩევნო შეხვედრაზე კვერცხი ესროლეს [Video]

ავსტრალიის პრემიერმინისტრ სკოტ მორისონს წინასაარჩევნო კამპანიისას გამართული შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს კვერცხები ესროლეს. ამის შესახებ BBC წერს. 

შემთხვევა ქალაქ ქოლბერში, ავსტრალიის ქალთა ასოციაციის შეხვედრაზე მოხდა. დააკავეს 25 წლის ქალი. მან პრემიერს თავში ესროლა კვერცხი, თუმცა კვერცხი არ გატყდა. 

მისი თქმით, ამით ლტოლვილებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება გააპროტესტა. 

მოგვიანებით მორისონმა Twitter-ზე უსაფრთხოების თანამშრომლები სწრაფი რეაგირებისთვის შეაქო. 

ავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნები 18 მაისს გაიმართება.

 

კომენტარები