Game of thrones

ლიანა მორმონტის როლის შემსრულებელს მშობლები GoT-ის ყურებას უკრძალავენ

HBO-ს საკულტო სერიალის Game of Thrones-ის მსახიობ Bella Ramsey-ს მშობლები სერიალის ყურებას უკრძალავენ.

15 წლის მსახიობი, რომელიც სერიალში ლიანა მორმონტის, მამაცი პატარა გოგოს როლს ასრულებს და რომელმაც ფინალური სეზონის მე-3 სერიაში თავისი სიმამაცით ყველა გაგვაკვირვა, ამბობს, რომ მშობლები სერიალის ბევრი სცენის ნახვის უფლებას არ აძლევენ.

"ალბათ, 18 წლის რომ გავხდები, მაშინ ვუყურებ. ჩემი სიკვდილის სცენის, წინა სერიის ნახვის უფლება მომცეს და ასევე მე-7 სეზონის რამდენიმე სერიაც ნანახი მაქვს", - ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

Game of Thrones-ის შემდეგი სერია 12 მაისს გამოვა და მისი ხანგრძლივობა 80 წუთი იქნება.

კომენტარები