ჭავჭავაძის გამზირზე ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობს. პრორუსული ძალები "უკვდავთა პოლკის" ანალოგიურ მსვლელობას ატარებენ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. პრორუსულ აქციას ესწრება ბერი გიორგი რუხაძეც, რომელიც არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი.
პარალელურად, მსვლელობა აქვს ორგანიზაციას "რუსეთი ოკუპანტია". ისინი ამბობენ, რომ აქციის "არა პუტინის მარშს!" მიზანი არ არის "უკვდავთა პოლკის" მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო, პრო-ევროპული და პრო-ამერიკული აზრის მშვიდობიანად გაჟღერება. აქციის მონაწილეებმა ანწუხელიძის ხსოვნას მიაგეს პატივი.