არასრულწლოვანების კრიმინალი

შსს: ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დავაკავეთ

REUTERS

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი, 2001 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი უ.მ. და 2001 წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე 
მდებარე ტექნიკის მაღაზიის ვიტრინა დააზიანეს და უკანონოდ შეაღწიეს აღნიშნულ მაღაზიაში. სამართალდამცველებმა ისინი იმ დროს დააკავეს, როდესაც მაღაზიის გაქურდვას ცდილობდნენ," - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები