ეკონომიკური ზრდა

EBRD-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს 4.5%-ით გაიზრდება

საიმონ დოუსონი / Bloomberg

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პროგნოზით, 2019 წელს საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4.5%-ით გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს და 2019 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ თანაბრად, 4.7%-ით გაიზარდა. 2019 წლის იანვარში ზრდა 3.5% იყო, თებერვალში 4.6%, მარტში კი 6%.

მთავრობის პროგნოზი EBRD-ისას ემთხვევა და 4.5%-ია. შედარებით ოპტიმისტური პროგნოზი აქვს ეროვნულ ბანკს და 5%-იან ზრდას ვარაუდობს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა, როცა მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა. 2017 წელს მშპ 4.8%-ით გაიზარდა.

კომენტარები