საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო: კვიპროსში დაკავებულებს საკვები და წყალი აქვთ, მომდევნო რეისით დაბრუნდებიან

kvira.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კვიპროსში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ისინი საქართველოში 14 მაისის რეისით დაბრუნდებიან.

"კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უარი ეთქვათ კვიპროსის რესპუბლიკაში შეშვებაზე. საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სასაზღვრო სამსახურს. სამართალდამცავების ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეები არ ფლობდნენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას. ისინი იმყოფებიან სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში, უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით და მათი საქართველოში დაბრუნება განხორციელდება შემდეგი რეისით, რომელიც დაგეგმილია სამშაბათს", - ამბობენ სამინისტროში.

კვიპროსში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიაში გავრცელდა. დაკავებულები ამბობენ, რომ საბუთები წესრიგში აქვთ, თუმცა მაინც აეროპორტის იზოლატორში არიან და წყალი და საკვები არ აქვთ.

კომენტარები