საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო მედვედევის განცხადებაზე: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპატრამენტი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებსმ რომ , რომ ეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობაა.

დიმიტრი მედვედევის საპასუხოდ უწყება რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

"2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას".- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები