საერთაშორისო ვიზიტორები

2019 წლის პირველ კვარტალში შემოსული მოგზაურების რაოდენობა 2.2%-ით გაიზარდა

საქსტატი აქვეყნებს 2019 წლის პირველი კვარტლის უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც იანვრიდან მარტის ჩათვლით 1.6 მილიონი შემოსვლა აღირიცხა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს 2.2%-ით მეტია. მოგზაურების 47.4% ეკუთვნის 31-50 წლამდე ასაკობრიც ჯგუფს.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები წლიურად 1.1%-ით გაიზარდა და 1.3 მილიონი შეადგინა.

თავად ვიზიტორების რაოდენობა ერთი მილიონი იყო, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 1.7%-ით მეტია. აქედან 67.7% ტურისტი იყო, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ერთი ღამე მაინც გაათია. 26.3% ექსკურსანტი იყო, ანუ ერთი ღამეც კი არ გაუთენებია. ვიზიტორების 6% ტურისტიც იყო და ექსკურსანტიც.

საქსტატი მოგზაურს განმარტავს როგორც ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. საერთაშორისო ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით.

 

კომენტარები