საერთაშორისო ვიზიტორები

2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

georgicatravel.ge

საქსტატი აქვეყნებს 2019 წლის პირველი კვარტლის უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.

ჯამში, პირველ კვარტალში 222.7 ათასი რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რაც ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 21.4%-ია. წინა წლის ანალოგიურთან პერიოდთან შედარებით, რუსი ვიზიტორების რიცხვი 24.3%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანის მოქალაქეებმა განახორციელეს. ჯამში, აზერბაიჯანელები 292.9 ათასჯერ შემოვიდნენ საქართველოში, რაც წინა წლის იმავე მონაკვეთთან შედარებით 3%-ით მეტია. მას მოსდევენ რუსეთის ფედერაცია, სომხეთი და თურქეთი.

ყველაზე მეტი ვიზიტი (35.8%) დასვენებისა და გართობის მიზნით განხორციელდა. ვიზიტების 21.6%-ის მიზანი მეგობრების ან ნათესავების მონახულება იყო. ვიზიტების 15.5%-ის შემთხვევაში საქართველოს გავლით ტრანზიტი განხორციელდა.

ვიზიტების ყველაზე დიდი წილი, კერძოდ კი 43% თბილისში განხორციელდა. დედაქალაქს მოსდევს ქვემო ქართლი (18%) და აჭარა (16%).

კომენტარები