ბრექსითი

ტერეზა მეი ბრიტანეთის პარლამენტს ბრექსითის ახალ გეგმას ივნისში წარუდგენს

0 კომენტარი
ტერეზა მეი ფოტო: Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი პარლამენტს ევროკავშირიდან გასვლის გეგმას ხელახლა წარუდგენს. კენჭისყრა ივნისის პირველ კვირას შედგება.

მთავრობის სპიკერის თქმით ეს მნიშვნელოვანია, რათა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვება ზაფხულში საპარლამენტო არდადეგების დაწყებამდე მოახერხოს.

ტერეზა მეი კვლავ აგრძელებს ბრექსითის გეგმაზე მოლაპარაკებებს ლეიბორისტულ პარტიასთან.

აღსანიშნავია, რომ როგორც მეის პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილმა უკვე თქვა, რომ გეგმას მხარს არ დაუჭერს.

მათი ნაწილი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს, ნაწილს კი მიაჩნია რომ გეგმას მეტად განახლება სჭირდება და წინა გეგმაში არსებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელია.

შეგახსენებთ, რომ კანონით, გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. თუმცა, რადგან პარლამენტმა შეთანხმება სამჯერ ჩააგდო აპრილის პირველ ნახევარში ევროკავშირის ლიდერები ბრექსითის 31 ოქტომბრამდე გადადებას დათანხმდნენ.

ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ბრექსითის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები აღარ განახლდება.

ბრექსითის გადადების გამო ბრიტანეთს მაისში ევროპარლამენტის არჩევნებში მოუწევს მონაწილეობის მიღება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები