სუმო

ტოჩინოშინს ნაცუ ბაშოზე 4-დან 4 მოგება აქვს (ვიდეო)

0 კომენტარი

ნაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მიმდინარე ტურნირზე მას მოგება/წაგების ბალანსი 4:0-ზე აქვს.

ტოჩინოშინის მეტოქე ტამავაში იყო, რომელიც ქართველმა დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და კიდევ 6 გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს. 
ლევან გორგაძის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება,  რომელთანაც ქართველს ბალანსი 2:3-ზე აქვს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ჰერმან საბო

კომენტარები