ნარკოდანაშაული

შსს: ზუგდიდში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამეგრელოში ნარკორეალიზატორი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. 1973 წელს დაბადებული ვ. კ. ზუგდიდში აიყვანეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებას სისტემატურად ახდენდა. მისი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს," - თქვა ბრიფინგზე სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლოზ დიასამიძემ

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე სამართალდამცველებმა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით 150-ზე მეტი პირი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

კომენტარები