აშშ

ნებრასკელმა ფერმერმა დანადგარის ხრახნში გაჭედვის შემდეგ ფეხი გასახსნელი დანით მოიჭრა

ABC

ნებრასკელმა ფერმერმა გასახსნელი დანით ფეხი მოიჭრა მას შემდეგ, რაც დანადგარში გაიჭედა. 63 წლის კურტ კასერს მარცვლეული ერთი ბეღელიდან მეორეში გადაჰქონდა, როდესაც დანადგარის ბურღის მაგვარმა ნაწილმა მისი ფეხი ჩაითრია.

იმის გამო, რომ ის 600 ჰექტარის ფართობს მარტო ამუშავებდა და ახლომახლო არავინ იყო ფერმერს მოუხდა საკუთარი კიდური მოეჭრა და უახლოეს ტელეფონამდე ამგვარად მისულიყო დახმარების გამოსაძახებლად.

მან საავადმყოფოში რამდენიმე კვირა გაატარა და უკვე დაბრუნდა ფერმაში.

"სხვა არჩევანი არ მქონდა." უთხრა მან ჟურნალისტებს.

კომენტარები