სახელმწიფო ქონება

სახელმწიფოს ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე რვა პირი პასუხისგებაში მისცეს

0 კომენტარი
ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და მათი გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც პასუხისგებაში მისცეს რვა პირი, მათგან დანაშაულის ჩადენის ორგანიზატორი ორი პირი დაკავეს. საუბარია, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების ყალბი დოკუმენტებით მისაკუთრებაზე. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაამზადეს მიწის ნაკვეთების ვითომდა კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები და ე.წ. ცრუ მოწმეების მიერ დამოწმებული განცხადებები, რომლის საფუძველზეც, ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება მცხეთის რაიონის სოფელ მსხალდიდში მდებარე - სახელმწიფოს კუთვნილ 37 877 ლარის ღირებულების 2 265 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა დაირეგისტრირა მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მდებარე 133 965 ლარის ღირებულების 6 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთს დაედო ყადაღა, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ დაუბრუნდება სახელმწიფოს," - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ვადით.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კარინა ყენია

კომენტარები