Grumpy Cat, კატა, რომელსაც მუდმივად გაბრაზებული და უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა, მოკვდა. ამის შესახებ მისმა პატრონებმა სოციალურ მედიაში დაწერეს.
კატა 7 წლის იყო. ის საყოველთაოდ ცნობილი 2012 წელს გახდა, როდესაც ინტერნეტში მისი სურათები გავრცელდა. Grumpy Cat მას სწორედ ამის შემდეგ შეარქვეს, კატას კი სინამდვილეში ტარდარ სოუსი ერქვა. კატის სახის უცნაური გამომეტყველების მიზეზი კი თანდაყოლილი განუვითარებლობა იყო.
კატა არიზონაში ცხოვრობდა. მისი სიკვდილის მიზეზი ინფექციური დაავადება გახდა.