შუალედური არჩევნები

ბაქრაძე: ხალხს უნდა ცვლილებები, ცვლილებების გზა არის არჩევნები

"ხალხს უნდა ცვლილებები, ცვლილებების გზა არის არჩევნები," - ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე მარნეული მერობის კანდიდატთან ერთად მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე აჰმედ იმამკულიევმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამც გააცნო
 
"მოსახლეობის განწყობა არის სრულიად ნათელი, ადამიანებს უნდათ ცვლილებები, აღარავის აღარ უნდა გაჩერებული, უკან წასული ქვეყანა, გაძვირებული ცხოვრება, ის პრობლემები რომელშიც მოსახლეობა შეიყვანა "ქართულმა ოცნებამ" . ხალხს უნდა ცვლილებები, ცვლილებების გზა არის არჩევნები," - ამბობს ბაქრაძე.
 
საქართველოში ხვალ. 19 მაისს შუალედური არჩევნები გაიმართება. მარნეულში ევროპული საქართველოდან აჰმედ იმამკულიევი იყრის კენჭს. 

კომენტარები