თურქეთი-რუსეთი

ერდოღანის თქმით ანკარა მოსკოვთან ერთად S-500 ტიპის თავდაცვის სისტემის წარმოებაზეც იმუშავებს

0 კომენტარი
ფოტო: katehon.com

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჰეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ რუსეთისაგან S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შეძენის შემდეგ ანკარა მოსკოვთან ერთად S-500 ტიპის თავდაცვის სისტემის წარმოებაზეც იმუშავებს.

აშშ-მა თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას პრობლემატური უწოდა და თქვა, რომ ეს რისკის ქვეშ დააყენებს მათთვის F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვას, თუმცა ამის თაობაზე ერდოღანმა თქვა, რომ აშშ ამ საკითხზე ყოყმანობს და თურქეთი საბრძოლო თვითმფრინავებს ადრე თუ გვიან მაინც მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმების მიხედვით თურქეთი რუსეთისაგან დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების S-400 ტიპის სარაკეტო სისტემებს შეიძენს.

თურქეთი და რუსეთი იარაღის შეძენის შესახებ მოლაპარაკებებს წელიწადზე მეტია აწარმოებენ.

შეთანხმებამ NATO-ს მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ იარაღის NATO-ს თავდაცვის სიტემაში ინტეგრაცია ვერ მოხდება.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ რუსული S-400-ის ყიდვით თურქეთი NATO-ს არ ემიჯნება. მისი თქმით, ამ შენაძენის გამო ანკარა არ უნდა გამოითიშოს F-35 პროექტიდან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები