არჩევნები 2019

17:00-ს მონაცემები - მთაწმინდაზე ამომრჩევლის აქტივობა 26.6%-ია

ტაბულა

17:00-ის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 26.6%-ია. ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე 11669 ამომრჩეველი მივიდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00-სთვის მთაწმინდელი ამომრჩევლის აქტივობა 45.1% იყო. მაშინ საარჩევნო უბნების გახსნიდან ცხრა საათში თავისი არჩევანი 19 760-მა ამომრჩეველმა გააკეთა. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, მაშინ აქტივობა 31.1% იყო (13 643 ამომრჩეველი).

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

კომენტარები