NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 32% "იმედს" ენდობა, 28% - რუსთავი 2-ს, 19% - არც ერთ ტელევიზიას

0 კომენტარი
ფოტო: stlucianewsonline.com

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, პოლიტიკური და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად გამოკითხულთა 32% ტელეკომპანია იმედს ენდობა, 28% - რუსთავი 2-ს, ხოლო 19% - არც ერთს.

TV პირველს ენდობა გამოკითხულთა 4%, საზოგადოებრივ მაუწყებელს - 3%, "ობიექტივს" - 2%.

ამასთან, გამოკითხულთა 74%-სთვის ინფორმაციის პირველი წყარო ტელევიზიაა. 21%-სთვის - ინტერნეტი.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები