NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 53% თვლის, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება კარგი მოვლენა იყო

ქართული ოცნება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლების ცვლილება კარგი მოვლენა იყო. 

კითხვაზე, "ზოგადად, თქვენი აზრით, 2012 წელს მთავრობის შეცვლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო, თუ ცუდი", 53% პასუხობს, რომ კარგი მოვლენა იყო, 34% ცუდ მოვლენად აფასებს, 12%-მა არ იცის, ხოლო 1% თავს იკავებს. 

მათგან (21%), ვინც ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია "ქართული ოცნება" დგას, ხელისუფლების ცვლილებას დადებით მოვლენად 87% აფასებს, უარყოფითად 7%, 6%-მა არ ვიცი. 

მათგან (15%), ვინც ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დგას, ხელისუფლების ცვლილებას ცუდ მოვლენად 75% აფასებს, დადებითად - 18%. 8%-მა არ იცის. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).

კომენტარები