სპილო გრანდი

BBC-მ სპილო გრანდის ოპერაციაზე გადაღებული ფილმის თიზერი გაავრცელა [Video]

bbc

სპილო გრანდის ოპერაციაზე გადაღებული BBC-ის დოკუმენტური ფილმის პრემიერა ხვალ, 22 მაისს შედგება. 

თბილისის ზოოპარკის ცნობით, ფილმს ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისში აჩვენებენ.

"ჩვენი სპილოს ეპიზოდი 6 ივნისს, ინგლისის დროით 21:00 საათზე გავა BBC Two-ზე. ცხადია, შემდეგ აქაც გამოვფენთ და ყველას გექნებათ ნახვის შესაძლებლობა",- ამბობენ თბილისის ზოოპარკში. 

პრემიერამდე BBC-იმ ფილმის თიზერი გაავრცელა, სადაც გრანდის წამოდგომის ემოციური კადრებია აღბეჭდილი

სპილო გრანდის ურთულესი, ეშვის ამოღების ოპერაცია 31 ოქტომბერს ჩაუტარდა. ის რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

აზიური მამრი სპილო გრანდი ერევნის ზოოპარკიდან 2014 წელს, უკვე მოტეხილი ეშვებით ჩამოვიდა. ზოოპარკის თქმით, ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება, დროთა განმავლობაში, მის დაღუპვას გამოიწვევდა. ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა. პირველი ოპერაცია გრანდს 2014 წელს ჩაუტარდა. ოპერაცია გართულდა და ვეტექიმებმა მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება შეძლეს. ანესთეზიიდან გამოსული სპილოს წამოყენება მრავალსაათიანი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.

კომენტარები