ნაომი კემპბელი

ნაომი კემპბელი 49 წლის გახდა - ლეგენდარული სუპერმოდელის ფოტოები

0 კომენტარი
1994 წელი.

დღეს ლეგენდარული სუპერმოდელი ნაომი კემპბელი 49 წლის გახდა.

ნაომი კემპბელმა სამოდელო კარიერია 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ის სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა ბეტ ბოლდტმა მაღაზიაში შენიშნა. მისი კარიერა ძალიან სწრაფად განვითარდა: 16 წლის ასაკში ნაომი კემპბელი ბრიტანული ELLE-ს გარეკანზე მოხვდა, 17 წლის ასაკში მან ბრიტანული ვოგის გარეკანი დაამშვენა, 18 წლის ასაკში კი პირველი შავკანიანი მოდელი გახდა, რომელიც ფრანგული ვოგის გარეკანზე მოხვდა, 19 წლის ასაკში კი ის მოდის მთავარი ჟურნალის, ამერიკული ვოგის გარეკანისთვის გადაიღეს.

ნაომი კემპბელის თქმით, მას თავდაპირველად კანის ფერის გამო ბევრ ჟურნალში გადაღებაზე უარს ეუბნებოდნენ, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებაში მას ლეგენდარული დიზაინერი ივ სენ ლორანი დაეხმარა, რომელიც ჟურნალებს ეუბნებოდა, რომ მის კამპანიებს მათთან არ განათავსებდა თუ ნაომი კემპბელს კანის ფერის გამო დაიწუნებდნენ.

49 წლის სუპერმოდელს ყველა დიდი მოდის სახლის ჩვენებაზე აქვს გავლილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები