აშშ-ის მისურის შტატში ტორნადოების გამო 3 ადამიანი დაიღუპა [Video]

Reuters

აშშ-ს მისურის შტატში ტორნადოებმა ნგრევა გამოიწვია. დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი.

ტორნადოსთან ერთად შტატში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

შტორმმა ოკლაჰომასა და ტეხასის შტატებიც დააზარალა.

შტორმმა სახურავები გადახადა შენობებს, მოთხარა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მოსალოდნელია, რომ შტორმი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. მოსახლეობა წყალმოვარდნის საშიშროების შესახებ გააფრთხილეს.

 

რვა წლის წინ სწორედ ამ დღეს მისურისი სამხრეთით ქალაქ ჯოპლინში შტორმმა 161 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

კომენტარები