ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 0.43 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 23 მაისის ვაჭრობის შედეგად დოლარი ლართან მიმართებით 0.43 თეთრით გამყარდა.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარი 2.7799 ლარი ღირს ოფიციალური კურსით. აქამდე მოქმედი კურსი 2.7756 ლარი იყო.

შესაბამისად, ერთი დოლარი 2.78 ლარი ეღირება.

დოლარისგან განსხვავებით, ევრო ლართან მიმართებით 0.47 თეთრით გაუფასურდა და 3.0954 ლარის ღირებულებისაა. აქედან გამომდინარე, 24 მაისს ერთი ევრო 3.10 ლარი ეღირება.

ლარს უკვე ორ თვეზე მეტია, რაც დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან თითქმის 10 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები