დავით გარეჯი

ჯაღმაიძე დავით გარეჯზე: მკაცრად უნდა იყოს დაცული ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესები

ტვ პირველი

"სანამ ცნობილი არ არის აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკების შედეგები, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება," - საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ადევნებს თვალს პროცესს და ველოდებით ბატონი დავით ზალკანიანის და უშუალოდ პრემიერ მინისტრის ჩართულობით მიმდინარე დიალოგის რეზულტატს. როგორც ადრევე იყო საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი, მნიშვნელოვანია მკაცრად იყოს დაცული ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები," - წერს ჯაღმაიძე.

25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტეერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს.

26 აპრილს დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. თუმცა, არსებობდა მოლოდინი, რომ ის კვლავ ჩაიკეტებოდა.

სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა სადელიმიტაციო კომისია განახლებული შემადგენლობით. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა 23-24 მაისს ბაქოში იმართება

კომენტარები