26 მაისი

ბათუმში 26 მაისს მოწყობილი საზეიმო მსვლელობის დროს რუსეთის დროშები და წარწერა Russia გამოჩნდა

ბათუმელები / ნეტგაზეთი

გაზეთ "ბათუმელების" ინფორმაციით მემედ აბაშიძის გამზირზე 26 მაისს მოწყობილი საზეიმო მსვლელობის დროს რუსეთის დროშები და წარწერა Russia გამოჩნდა.

ფეტივალის ფარგლებში ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა ჯგუფებმა ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ჩაიარეს და საბოლოოდ მსვლელობა “საოცრებათა სკვერში” დასრულდა.

საზეიმო მსვლელობა ფესტივალ "ოქროს დელფინის" ფარგლებში იმართებოდა და მას ორგანიზებას აჭარის განათლების სამინისტრო უწევს.

როგორც "ბათუმელებს" სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა ჭანტურიშვილმა უთხრა ეს პროვოკაცია იყო, ფესტივალში რუსეთი არ მონაწილეობს და ისინი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ეთნიკურად რუსები იყვნენ, რომლებიც მსვლელობაში უკვე აღარ მონაწილეობენ და არც დაჯილდოების ცერემონიაზე იქნებიან.

"ისინი მღერიან უკრაინულ სიმღერებს, აქ რუსული დროშა ნამდვილად არ ფრიალებს. ეს არის ბავშვთა ფესტივალი, რომელიც არის ტრადიციული და რომელიც, მე მგონია, სცდება ყოველგვარ პოლიტიკას." უთხრა აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ინგა შამილაშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ამ კომენტარის გამო აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გაათვისუფლეს.

კომენტარები