არჩევნები 2019

მას შემდეგ, რაც მერიამ ჩამოხსნა, მხარდამჭერებმა შავგულიძის ბანერები ფანჯრებიდან გადმოფინეს

0 კომენტარი

შალვა შავგულიძის ამომრჩევლებმა საკუთარი ფანჯრებიდან და აივნებიდან მისი ბანერები გამოფინეს.

მათ შავგულიძისთვის მხარდაჭერის ამ ფორმით გამოხატვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შალვა შავგულიძის საარჩევნო ბანერები ჩამოხსნა.

ფოტოებს ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია ავრცელებს. ის ფეისბუქზე წერს:

"მერიამ სრულიად დისკრიმინაციულად ჩამოხსნა შალვა შავგულიძის ბანერები, მაშინ როდესაც ზუსტად ეგეთი ბანერები ინაშვილს კვირები ეკიდა. ნუ ეგ სულ არ მიკვირს, მაგრამ სამაგიეროდ, მოსახლეობამ გამოთქვა სურვილი თავად გადმოფინონ ბანერები.

"მე ვირჩევ შალვა შავგულიძეს" ეფინება სახლებიდან! ეს არის პროტესტიც და საკუთარი არჩევანის ხაზგასმაც.

ცხადია გარემო ისეთია, ბევრს ეშინია და სრულიად გასაგებია, არავის არ გვინდა დისკომფორტი შევუქმნათ. ვინმეს კი თუ სურვილი გექნებათ დაგვიკავშირდით, მომწერეთ აქაც პირადშიც".

შალვა შავგულიძე მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატია". აქ მეორე ტური გაიმართება, შავგულიძე ქართული ოცნების კანდიდატს, ლადო კახაძეს უპირისპირდება.

შავგულიძის მხარდამჭერი საარჩევნო ბანერები ბლოკის წევრებმა 24 მაისის ღამეს გააკრეს. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ის დილით ჩამოხსნა. ბლოკის წევრებს შეფასებით, ეს შავგულიძის დისკრიმინაციაა. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თავისუფალი დემოკრატების წევრი, სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ ხელისუფლება გაღიზიანებულია იმით, რომ შავგულიძემ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა პირველ ტურში და შიში აქვთ, რომ შესაძლებელია მათმა კანდიდატმა წააგოს ეს არჩევნები.

თბილისის მერის და ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით კი, "მუნიციპალურმა ინსპექციამ რეაგირება მოახდინა, რადგან ბანერების გაკვრის უფლება არ ჰქონდათ".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები