ადგილობრივი არჩევნები გერმანიაში

100 წლის გერმანელი ქალი საქალაქო საბჭოში აირჩიეს

DW

100 წლის ლიზელ ჰაიზემ საქალაქო საბჭოში ერთ-ერთი ადგილი დაიკავა დასავლეთ გერმანიის პატარა ქალაქ კირხჰაიმბოლანდენში. ლიზელი ყოფილი მასწავლებელია, ის კარგი მცურავია და არჩევნებში მონაწილეობა ადგილობრივი საცურაო აუზის გახსნის მიზნით გადაწყვიტა.

ჰაიზემ, რომელიც ადგილობრივ სახალხო ჯგუფს Wir für Kibo-ს (ჩვენ კირხჰაიმბოლანდენისთვის) წარმოადგენს, კვირის ადგილობრივ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. ის ჯგუფის წარმომადგენელი იქნება პარლამენტში.

საარჩევნო პროცესების დროს მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური ცვლილებებისთვის მხარდაჭერას ასაკი არ გააჩნია.

"პოლიტიკა ჰუმანიზმიდან კაპიტალიზმისაკენ განვითარდა" - განაცხადა ჰაიზემ, რომელიც ბრექსიტის კრიტიკოსი და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იდეების გულმხურვალე მხარდამჭერია მეტად ინტეგრირებული ევროკავშირის შესახებ.

საცურაო აუზის გახსნასთან ერთად, რომელიც 2011 წელს დაიკეტა, მას ახალგაზრდული კლუბის დაარსება სურს ბავშვებისთვის, რათა მათ ითამაშონ, გაერთონ და მუსიკა შექმნან. "ახალგაზრდობა მეორე ადგილზეა გადაწეული" - აღნიშნა ჰაიზემ.

კომენტარები