უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

უზენაესის მოსამართლეობა 144 პირს სურს, მათ შორის გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს

0 კომენტარი
ფოტო: supremecourt.ge

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სია გამოაქვეყნა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სულ 144 ადამიანს სურს.

მსურველებს შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საკოსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაზე და სხვა მოქმედი თუ ყოფილი მოსამართლეები.

იმ ათი მოსამართლიდან, რომელთაც, საზოგადოებრივი წნეხის ფონზე, წინა კონკურსიდან კანდიდატურების გაწვევა მოუწიათ, 8 კვლავ მსურველთა სიაშია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შორის მათგან მხოლოდ მიხეილს ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი არ არიან.

ხსენებულ სადავო კანდიდატებზე დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხსენებული კონკურსისთვის განაცხადების მიღება 11 მაისიდან დაიწყო. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2018 წლის ბოლოს პარლამენტისთვის წარდგენილ მოსამართლეთა სიას საზოგადოების ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკოსების მძაფრი პროტესტი მოჰყვა.

ახალი კანდიდატები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები