ფილიპინები

ფილიპინების პრეზიდენტის თქმით გეი იყო და თავი განიკურნა

0 კომენტარი
როდრიგო დუტერტე

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ტოკიოში ფილიპინელებთან შეხვედრისას თქვა, რომ ადრე გეი იყო, მაგრამ თავი განიკურნა.

დუტერტემ თქვა, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტი სენატორი ანტონიო ტრილანესი გეია და ამას იმიტომ გრძნობს, რომ თავადაც "ცოტათი გეი" იყო, როდესაც პირველ ცოლთან იყო ქორწინებაში.

შემდეგ მან თქვა, რომ მას შემდეგ "განიკურნა", რაც მის ამჟამინდელ პარტნიორს შეხვდა.

"კვლავ კაცი გავხდი! ლამაზმა ქალებმა განმკურნეს. ამის შემდეგ სიმპათიური კაცები მეზიზღებოდნენ. ახლა ლამაზი ქალები მირჩევნია." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ დუტერტეს მსგავსი ხასიათის გამონათქვამები წასრულშიც გაუკეთებია. 2016 წელს მან ფილიპინებში აშშ-ის ელჩს "გეი ბო*იშვილი" უწოდა. იმავე წელს მიანმარში ფილიპინელებთან შეხვედრისას მან თქვა, რომ ერთნაირსქესიანთან ქორწინების წინააღმდეგია, თუმცა ამავე წელს თქვა, რომ ფილიპინებში ლგბტ პირების უფლებები დაცული იქნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები