ამინდის პროგნოზი

გარემოს სააგენტო: წვიმის გამო, შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატოს

0 კომენტარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივნისის დღის ბოლოდან და 8 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დასავლეთ საქართველოს მთაში და მაღალმთაში მოსულმა და მოსალოდნელმა ძლიერი წვიმების, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარის დნობის გამო, შესაძლებელია მდ.ენგურის შენაკადებზე წყლის დონემ მაღალ ნიშნულს მიაღწიოს" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები