არჩევნები 2019

II ტურში კახაძემ 10 738 ხმა მიიღო, შავგულიძემ - 6 630, ბათილად გამოცხადდა 737 ბიულეტენი

0 კომენტარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ 10 738 ხმა მიიღო, ხოლო ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ - 6 630 ხმა. 9 ივნისის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი 18 105-მა მთაწმინდელმა გააკეთა, შესაბამისად, ამ შედეგების მიხედვით, ბათილად გამოცხადდა 737 ბიულეტენი (ორივე კანდიდატი შემოხაზეს/გადახაზეს ან რამე სახით დააზიანეს).

რაც შეეხება შუალედური არჩევნების პირველ ტურს, მაშინ ლადო კახაძემ 6036 ხმა მიიღო, ხოლო შალვა შავგულიძემ - 5422 ხმა. 3000-ზე მეტი ხმა პირველ ტურში მონაწილე სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა, რომლებმაც თქვეს, რომ არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერდნენ მხარს. 19 მაისს საარჩევნო უბნებზე 15 043 მთაწმინდელი მივიდა

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები